“7th Sky” L.T.D. ერთერთი მსხვილი და დინამიურად განვითარებადი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების სფეროში პროექტების კომპლექსურ განვითარებას, სამუშაოების სრულ ციკლს პროექტის არქიტექტურულ-კონსტრუქციული დამუშავებიდან აშენებული შენობის ექსპლუატაციამდე, მარკეტინგული კვლევებიდან ფართების გაყიდვა-გაქირავებამდე.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: პოტენციური მიწის ნაკვეთის საწყისი ანალიზი, უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა-შეფასება (რათა განისაზღვროს პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა არის ან იქნება ბაზარზე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში), პროექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული დამუშავება, დეტალური ბიზნეს-დაგეგმვა, სამშენებლო პროცესის ორგანიზება და შესრულებულ სამშენებლო-სამუშაოებზე ხარისხის კონტროლი, მარკეტინგული და სარეკლამო პოლიტიკის განსაზღვრა, გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, ფინანსების და რისკების მართვა, აშენებული ობიექტების შემდგომი მართვა და საექსპლუატაციო მომსახურება.